გიორგი გულიაშვილი, სარაევო
Aa
Aa

გულიაშვილის დუბლი და სარაევოს ფრე - ქართველი ტურნირის ბომბარდირია

ბოსნია და ჰერცეგოვინას საფეხბურთო ჩემპიონატის მე-9 ტურში, გიორგი გულიაშვილის „სარაევო“ სტუმრად „სიროკი ბრიეგს“ დაუპირისპირდა და სანახაობრივ მატჩში ფრედ, 3:3 ითამაშა.

შეხვედრა საკმაოდ საინტერესო და უხვგოლიანი გამოდგა, სადაც ლიდერის სტატუსი სამჯერ შეიცვალა. „სარაევოს“ ქართველი შემტევი სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა.

ანგარიში მე-12 წუთზე მასპინძლებმა თერთმეტმეტრიანით გახსნეს, რასაც ტაიმის მიწურულს გიორგი გულიაშვილმა ასევე თერთმეტმეტრიანით უპასუხა და წონასწორობა აღადგინა. მეორე ნახევრის დებიუტში გულიაშვილმა მეტოქის კარში დუბლი შეასრულა და საკუთარი გუნდი დააწინაურა.

79-ე წუთზე მასპიძლებმა ანგარიში გაათანაბრეს, თუმცა, „სარაევომ“ მალევე შეძლო კიდევ ერთხელ დაწინაურება. სტუმრები გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ, თუმცა „სიროკის“ ფეხბურთელებმა მატჩის მიწურულს მაინც შეძლეს შეხვედრის გადარჩენა და საბოლოოდ, გუნდებმა ქულები გაიყვეს.

რაც შეეხება გულიაშვილს, ქართველი შემტევი 9 ტურის შემდეგ 8 გოლით ბოსნია & ჰერცეგოვინას ჩემპიონატის ბომბარდირია და უახლოეს მდევარს ორი გოლით უსწრებს.

„სარაევო“ სატურნირო ცხრილში 18 წულით მეორე პოზიციაზე იმყოფება და პირველადგილოსან „ჟრინისკის“ 1 ქულით ჩამორჩება. გულიაშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 5 ოქტომბერს, „ველეზ მოსტარის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები