ნეიმარი, ჟორჟე ჟესუსი
Aa
Aa

ერთწლიანი პაუზის შემდეგ - ნეიმარმა ვარჯიში განაახლა

ბრაზილიელი ვარსკვლავის, ნეიმარის გამოჩენა „ალ-ჰილალის“ ბაზაზე ყველასთვის სასიამოვნო სიახლე აღმოჩნდა. 32 წლის ფეხბურთელი ფიზიოთერაპევტების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა და ჯერჯერობით მხოლოდ ტრენაჟორების დარბაზში დაიტვირთა, თუმცა მოედანზე გასვლა და ბურთთან რამდენიმე შეხებაც მოასწრო. ბუნებრივია, კლუბის მთავარი ლიდერის დაბრუნება იყო მთავარი საკითხი, რომელიც მედიის წარმომადგენლებს აინტერესებდათ, რის გამოც ისინი საწვრთნელი პროცესის დასრულებასა და როგორც ნეიმარის თანაგუნდელების, ასევე მთავარი მწვრთნელის კომენტარებს დაელოდნენ.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა ჟორჟე ჟეზუსმა აღნიშნა, რომ ის მოხარულია ნეიმარის გამოჯანმრთელების ტემპებით, თუმცა როგორც სამედიცინო შტაბის წევრებთან გასაუბრების შემდეგ გაარკვია, მოვლენებისა და მისი მინდორზე დაბრუნების დაჩქარება არ ღირს, რის გამოც ბრაზილიელის თამაშის განახლებას მხოლოდ იანვრისთვის ელოდებიან. შეგახსენებთ, რომ 32 წლის შემტევმა ნახევარმცველმა მუხლის ჯვარედინი მყესების ტრავმა 2023 წლის ოქტომბერში სელესაოს რიგებში ასპარეზობისას მიიღო და მას შემდეგ მკურნალობის პროცესს გადის.

„ალ-ჰილალში“ გადასვლამდე ნეიმარი სხვადასხვა დროს „სანტოსის“, „ბარსელონასა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ ღირსებას იცავდა. 128 შეხვედრაში გატანილი 79 გოლით კი, ის ბრაზილიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ნეიმარი ვინისიუსზე: „ოქროს ბურთი მას ეკუთვნის“
ნეიმარი ვინისიუსზე: „ოქროს ბურთი მას ეკუთვნის“