დიკემბე მუტომბუ
Aa
Aa

NBA-ს დიდების დარბაზის წევრი გარდაიცვალა

ლეგენდარული კონგოელი კალათბურთელი დიკემბე მუტომბო 58 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ბოლო თვეების განმავლობაში სიმსივნეს ებრძოდა და მიუხედავად იმისა, რომ ექიმები იმედებს აძლევდნენ, საბოლოოდ მძიმე დაავადების დამარცხება ვერ მოახერხა.

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მუტომბო თვრამეტი სეზონის მანძილზე თამაშობდა და ექვსი კლუბის, „დენვერ ნაგეტსის“, „ატლანტა ჰოუქსის“, „ფილადელფია სიქსერსის“, „ბრუკლინ ნეტსის“, „ნიუ-იორკ ნიქსისა“ და „ჰიუსტონ როკეტსის“ ღირსებას იცავდა. კონგოელი მოთამაშე ბლოკ-შოტების სპეციალისტად და ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მცველად ითვლებოდა.

მუტომბომ კარიერა 2009 წელს იძულებით დაასრულა, რადგან „როკეტსის“ რიგებში ასპარეზობისას, „პორტლენდთან“ პლეი ოფის შეხვედრაში მუხლის უმძიმესი ტრავმა მიიღო. აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგ მის ანგარიშზე 3189 ბლოკ-შოტი გახლდათ და მხოლოდ ორ კალათბურთელს, კარიმ აბდულ-ჯაბარსა (3289) და ჰაკიმ ოლაჯოუნს (3830) ჩამორჩებოდა. ის 4-ჯერ აღიარეს NBA-ს საუკეთესო მცველად და ALL STAR-ში მონაწილეობა 8-ჯერ მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, სვენ-გორან ერიქსონი გარდაიცვალა
ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, სვენ-გორან ერიქსონი გარდაიცვალა