აბუ-დაბის გრანდ სლემზე, ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
11-13 ოქტომბერს, არაბთა გაერთიანებულ საემიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში ძიუდოისტთა ტრადიციული გრანდ სლემი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც მიიღებს.
ჩვენი გუნდის მწვრთნელების გადაწყვეტილებით, ტურნირზე საქართველოს ნაკრები გადახალისებული შემადგენლობით, 9 ვაჟი ძიუდოისტით გამოვა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
- -60 კგ. - ნიკა ხუზაურაშვილი, ლუკა მოდებაძე.
- - 66 კგ. - ლაშა ნადირაძე.
- -73 კგ. - გიორგი ჩიხელიძე, გიორგი ტერაშვილი.
- -81 კგ. - დიმიტრი გოჩილაიძე, ზაურ დვალაშვილი.
- -90 კგ. - ლუკა ბაბუციძე.
- -100 კგ. - მიხეილ ჯაფარიძე.
მოახლოებულ ტურნირზე საქართველოს +100 კგ. წონით კატეგორიაში წარმომადგენელი არ ეყოლება.
მიმდინარე წელს ძიუდოში დიდი ტურნირები, როგორებიცაა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები, არ გაიმართება, ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი კი აბუ-დაბის გარდა, ტოკიოშია დაგეგმილი. ტოკიოს გრანდ სლემი 7-8 დეკემბერს გაიმართება და სავარაუდოდ, წონის ლიდერებიც სწორედ ამ ტურნირზე იასპარეზებენ.