გიორგი სარდალაშვილი
Aa
Aa

ვანდალიზმი რუსთავში - სარდალაშვილის ბანერი დაზიანებულია

ვანდალური და ამაზრზენი ფაქტი რუსთავში - რამდენიმე მაცხოვრებელმა ცენტრალურ პარკში რუსთაველი ოლიმპიელების ბანერები დააზიანა და მათ შორის არის მსოფლიოს ჩემპიონი ძიუდოისტის, გიორგი სარდალაშვილის ბანერი, რომელმაც აღნიშნული ფაქტი საჯაროდ დაგმო და სოციალური ქსელის საშუალებით ვანდალების ამაზრზენი საქციელის ამსახველი ვიდეოც გააზიარა, რომელიც ადგილობრივი სააგენტო, Info Rustavi-ის მიერ იყო ატვირთული.

რას წერს სარდალაშვილი

ადამიანად ჩვენ გვხდის დედა და მამა, ადამიანურად კი - აღზრდა. თქვენ არც ერთი არ გაგაჩნიათ. სირცხვილია.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ, გიორგი სარდალაშვილმა 20 წლის ასაკში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და გახდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ძიუდოისტი, რომელმაც პლანეტის პირველობის გამარჯვებულის სტატუსი მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მინდა, რომ ძალები -66 კილოგრამში გამოვცადო“ - გიორგი სარდალაშვილის ინტერვიუ
„მინდა, რომ ძალები -66 კილოგრამში გამოვცადო“ - გიორგი სარდალაშვილის ინტერვიუ