საქართველოსთან მატჩისთვის უკრაინის ნაკრების განაცხადი ცნობილია
უკრაინის ნაკრებმა საქართველოსთან გასამართი ერთა ლიგის მატჩისთვის გაფართოებული, 33-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
სერგეი რებროვის არჩევანი ასეთია:
მეკარეები: გეორგი ბუშჩანი (კიევის „დინამო“), ანატოლი ტურბინი („ბენფიკა“), ანდრეი ლუნინი (მადრიდის „რეალი“).
მცველები: ოლეკსანდრ ტიმჩიკი (კიევის „დინამო“), მიკოლა მატვიენკო („შახტარი“), კონოპლია („შახტარი“), ვალერი ბონდარი („შახტარი“), ბოგდან მიხაილიჩენკო („პოლესიე“), ვიტალი მიკოლენკო („ევერტონი“), ილია ზაბარნი („ბორნმუთი“), მაკსიმ ტალოვიეროვი („ლინცი“).
ნახევარმცველები: მიკოლა შაპარენკო (კიევის „დინამო“), ვოლოდიმირ ბრაჟკო (კიევის „დინამო“), ოლეკსანდრ პიხალონოკი (კიევის „დინამო“), ვლადისლავ კაბაიევი (კიევის „დინამო“), ტარას სტეფანენკო („შახტარი“), გეორგი სუდაკოვი („შახტარი“), დმიტრო კრისკივი („შახტარი“), ოლეკსანდრ ზუბკოვი („შახტარი“), ოლეკსი გუცულიაკი („პოლესიე“), ვიქტორ ციგანკოვი („ჟირონა“), მიხაილო მუდრიკი (ლონდონის „ჩელსი“).
თავდამსხმელები: ვლადისლავ ვანატი (კიევის „დინამო“), არტემ დოვბიკი („რომა“), რომან იარემჩუკი („ოლიმპიაკოსი“).
სარეზერვო: ანდრეი იარმოლენკო (კიევის „დინამო“), ვიტალი ბუიალსკი (კიევის „დინამო“), ოლეკსანდრ მარტინიუკი („ოლეკსანდრია“), ოლეკსანდრ ნაზარენკო („პოლესიე“), დმიტრო რიზნიკი („შახტარი“), არტემ ბონდარენკო („შახტარი“), დანილო სიკანი („შახტარი“), ოლეკსანდრ სვატოკი („ოსტინი“).
???? Serhii Rebrov announces the squad list of the NT of Ukraine for the October matches
— Ukrainian Association of Football (@uafukraine) September 30, 2024
???? First call-up of Dmytro Kryskiv.
⚔️ Poznan. 11.10, 21:45. ???????? Ukraine – Georgia ????????
⚔️ Wroclaw. 14.10, 21:45. ???????? Ukraine – Czech Republic ???????? pic.twitter.com/mPF4SM9m4i
სერგეი რებროვის სიაში ვერ მოხვდა უკრაინის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი და „არსენალის“ ფეხბურთელი, ოლეკსანდრ ზინჩენკო, რომელსაც ტრავმა აქვს და პრემიერ ლიგაში „მეთოფეების“ ბოლო მატჩიც გამოტოვა.
ასევე შემადგენლობაში დმიტრო სრისკივის სახით ერთი დებიუტანტი იქნება. რებროვი 33-კაციან სიიდან უახლოესი ორი თამაშისთვის 25 ფეხბურთელს შეარჩევს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება პოლონეთის ქალაქ პოზნანში 11 ოქტომბერს გაიმართება, „ჯვაროსნებთან“ მატჩის შემდეგ კი უკრაინა კვლავ პოლონეთში ჩეხეთის ნაკრებს მიიღებს.