მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„მერაბს ჩემთან ბრძოლის გარდა, სხვა არჩევანი არა აქვს“ | უმარის პასუხი

უმარ ნურმაგომედოვი მერაბ დვალიშვილის პოსტს გამოეხმაურა, რომელშიც „მანქანამ“ რუსი მებრძოლი სიცრუესა და უპატივცემულობაში დაადანაშაულა.

„მერაბს ჩემთან ბრძოლის გარდა, სხვა არჩევანი არა აქვს. მე ვარ შემდეგი კონტენდერი UFC-ის ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში სუპერ მსუბუქ წონაში“, - დაწერა უმარმა X-ზე.

მანამდე „მანაქანამ“ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა. „უმარ, ახლა არა მხოლოდ უპატივცემულობას იჩენ, შენ მატყუარაც ხარ. თუ UFC-მ ჩემთან ჩხუბი ორჯერ შემოგთავაზა - აჩვენე ფანებს კონტრაქტი და ბრძოლის თარიღები“, - დაწერა მერაბმა.

ცნობისთვის, უმარი დაუმარცხებელი მებრძოლია და დიდი ხანია დვალიშვილთან ჩხუბი სურს. მან კარიერაში 18 ორთაბრძოლა მოიგო და ბოლოს კორი სენდჰეგენს ეჩხუბა, რომელსაც მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით სძლია.

უმარის თქმით, დროა გულშემატკივრებმა „თეთრი ფაფახისა“ და „შავი ფაფახის“ დაპირისპირება იხილონ.

ასევე გეტყვით, რომ UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა განაცხადა, რომ შონ ომალისა და დვალიშვილის ორთაბრძოლის გამარჯვებული სწორედ უმარს შეხვდებოდა. ნურმაგომედოვი UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგში მე-3 ადგილს იკავებს.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლაში შონ ომალი 5-რაუნდიან ბრძოლაში, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი მოიპოვა. ამასთან, ქართველმა „მანქანამ“ UFC-ში მოგებათა სერია 11 ბრძოლამდე გაზარდა.

მერაბი ისტორიაში UFC-ის მეორე ქართველი ჩემპიონი გახდა და ასევე ისტორიაში პირველად, თავად Pound-for-Pound (რეიტინგი წონის გაუთვალისწინებლად) რეიტინგში მოხვდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უმარს თავს არ ვარიდებ“ | მერაბმა ახსნა ომალის რემატჩი რატომ შესთავაზა
„უმარს თავს არ ვარიდებ“ | მერაბმა ახსნა ომალის რემატჩი რატომ შესთავაზა