ხოსე ბორდალასი, გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

ქოჩორა ხეტაფესაც სურს - მალიორკას კონკურენტი გამოუჩნდა

ევროპის ჩემპიონატიდან მოყოლებული გიორგი ქოჩორაშვილი მატჩიდან მატჩამდე საკუთარ კლასსა და სიძლიერეს ამტკიცებს და ყველა კარგად ხედავს, რომ ის „ლევანტეზე“ გაცილებით უფრო ამბიციურ და ძლიერ კლუბში იმსახურებს თამაშს. საამისო საფუძველი უკვე არსებობს, რომ გიორგიმ კარიერა ლა ლიგის რომელიმე გუნდში განაგრძოს და თუ აქამდე მის მიმართ ინტერესს მხოლოდ „მალიორკა“ გამოხატავდა, ახლა ჰორიზონტზე „ხეტაფეც“ გამოჩნდა.

მადრიდის გარეუბნის გუნდს ამჟამად ხოსე ბორდალასი ავარჯიშებს, რომლის სახელსაც გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიაში“ დაწინაურება უკავშირდება და ფაქტია, რომ ქართველი ფეხბურთელების მიმართ ეს სპეციალისტი დადებითად არის განწყობილი.

ვალენსიელები 25 წლის ნახევარმცველს, მას შემდეგ რაც მასთან ხელშეკრულება 2027 წლამდე გაახანგრძლივეს კონტრაქტი,  ქოჩორაშვილს 5 მილიონ ევროზე ნაკლებად არ შეელევიან, ასეთი თანხის გადახდა კი, ესპანეთის ლა ლიგის საშუალო დონის კლუბებისთვის ცოტა რთულია.

შეგახსენებთ, რომ ქოჩორაშვილმა გუშინ, სეგუნდადივიზიონის მეშვიდე ტურში „ალმერიასთან“ (4:2) მატჩში გატანილ გოლთან ერთად, საგოლე გადაცემაც შეასრულა და „ლევანტეს“ გალიდერებაში დაეხმარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ძლიერი ვერ იქნები, თუ მენტალურად არ მოემზადები - ქოჩორა ესპანურ მედიას ესაუბრა
ძლიერი ვერ იქნები, თუ მენტალურად არ მოემზადები - ქოჩორა ესპანურ მედიას ესაუბრა