ხვიჩა კვარაცხელია, მატიას ოლივერა
Aa
Aa

„ვცდილობთ, მეტი თავისუფლება მივცეთ“ - მატიას ოლივეირამ კვარაზე იასუბრა

იტალიის სერია A-ს მე-6 ტურში, „მონცასთან“ 2:0 გამარჯვების შემდეგ, „ნაპოლის“ ფეხბურთელმა, მატიას ოლივეირამ განვლილი მატჩი შეაფასა და კვარას შესახებაც ისაუბრა.

რა თქვა ოლივეირამ:

„დიახ, ნამდვილად შესანიშნავად ვითამაშეთ, მაგრამ პირველ რიგში, მთავარი გამარჯვებაა და მიხარია, რომ ეს შევძელით. ვნახოთ, ბოლოს სადამდე მივალთ. ამ გამარჯვების შემდეგ, 1 კვირა ცხრილის სათავეში ვიქნებით, მაგრამ ახლა მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და „კომოსთან“ მატჩზე გადავერთოთ“.

„ფაბრეგასი ამ გუნდში შესანიშნავ საქმეს აკეთებს, „კომო“ კარგად თამაშობს და ამ მატჩისთვის მაქსიმალურად კარგად უნდა მოვემზადოთ. მარტივი გასეირნება არ გვექნება. აუცილებლად უნდა მოვიგოთ“.

„გუნდის შეტევითი ნაწილი მნიშვნელოვანია, მაგრამ დაცვით ფაზაში კარგად ვმუშაობთ, ასე უნდა გავაგრძელოთ, რომ სეზონის ბოლოს მაღალ საფეხურზე დავრჩეთ“.

„ჩემი პოზიცია? მთავარია, რომ კვარას სწორი თანადგომა გავუწიოთ და მაქსიმალური თავისუფლება მივცეთ, ისე, როგორც ეს „მონცასთან“ მატჩში იყო“.

„ნაპოლიმ“ „მონცასთან“ გამარჯვებით სერია A-ში ზედიზედ მე-5 შეხვედრა მოიგო და სატურნირო ცხრილში 13 ქულით პირველ ადგილზე გადაინაცვლა. ნეაპოლელებს მომდევნო შეხვედრა 4 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე „კომოს“ წინააღმდეგ ელით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარას მე-3 გოლი - ნაპოლიმ მონცას მოუგო და სერია A-ში გალიდერდა
კვარას მე-3 გოლი - ნაპოლიმ მონცას მოუგო და სერია A-ში გალიდერდა