უსმან დემბელე, ლუის ენრიკე
Aa
Aa

კონფლიქტი პსჟ-ში - ენრიკემ დემბელე განაცხადიდან ამოიღო

წლევანდელ სეზონში „პარი სენ-ჟერმენის“ საუკეთესო ფეხბურთელს უსმან დემბელეს მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკესთან სერიოზული კონფლიქტი აქვს, რის გამოც ამ უკანასკნელმა ფრანგი ფეხბურთელი „არსენალთან“ სამატჩო განაცხადიდან ამოიღო. ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა „ეკიპის“ ცნობით, 27 წლის მოთამაშე უკმაყოფილო დარჩა „რენთან“ (3:1) საშინაო მატჩში შეცვლით, სადაც მან პირველი გოლის დროს საგოლე პასი შეასრულა და ენრიკემ მოედნიდან 82-ე წუთზე გაიყვანა.

4 გოლისა და 3 საგოლე პასის ავტორი დემბელე მიმდინარე სეზონში პარიზული კლუბის ლიდერი და წამყვანი ფეხბურთელია, თუმცა ლუის ენრიკე რომ ავტორიტეტებს არ ცნობს, ეს მისი „ბარსელონაში“ მუშაობის დროსაც დადასტურდა, როდესაც ლიონელ მესის ღიად დაუპირისპირდა და ის იყო ბლაუგრანას ისტორიაში პირველი და უკანასკნელი მთავარი მწვრთნელი, რომელმაც გაბედა და „ელ მონგოლიკო“ ერთ-ერთ მატჩში თადარიგში დატოვა.

ექვსი ტურის შემდეგ, 16-16 ქულით საფრანგეთის ჩემპიონატს „პარი სენ-ჟერმენი“ და „მონაკო“ ლიდერობენ. უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში კი, როგორც უკვე მოგახსენეთ, ენრიკეს შეგირდები ლონდონში „არსენალს“ დაუპირისპირდებიან და თამაში თბილისის დროით ხვალ, 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ტოპ 5 ჩემპიონატის საუკეთესო დრიბლიორები | რომელ ადგილზეა ხვიჩა?
ტოპ 5 ჩემპიონატის საუკეთესო დრიბლიორები | რომელ ადგილზეა ხვიჩა?