მერაბ დვალიშვილი, ჰენრი სეხუდო, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„რაც უნდა ილაპარაკოს, ჩავლილი ეტაპია“ - დვალიშვილმა სეხუდოზე ისაუბრა

თბილისში მყოფი მერაბ დვალიშვილი დღეს მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და იმ ემოციების გარდა, რომელიც ჯერ შონ ომალის დამარცხებით, ხოლო შემდეგ თბილისის აეროპორტში ქართველი გულშემატკივრების დახვედრით მიიღო, მომავალ შესაძლო მოწინააღმდეგებზეც ისაუბრა. „მანქანამ“ ასევე კომენტარი გააკეთა ჰენრი სეხუდოს განცხადებებზე, რომელმაც დვალიშვილი - ომალის ბრძოლის დასრულების შემდეგ, რამდენჯერმე აღნიშნა, რომ უმარ ნურმაგომედოვთან ქართველ მებრძოლს არანაირი შანსი არ ექნება.

მერაბ დვალიშვილი

როგორც ჩანს, უმარ ნურმაგომედოვი იქნება ჩემი მომდევნო მოწინააღმდეგე. თუმცა, სულ მალე პიოტრ იანი ხვდება დეივისონ ფიგერედოს და შესაძლოა მათ შორის უძლიერესი დამიპირისპირონ.  მზადება უკვე დაწყებული მაქვს - მე არასოდეს არ შემირჩევია ვისთან უნდა მეჩხუბა, რომელ სპორტსმენსაც UFC-ის ხელმძღვანელები გადაწყვეტენ, მას შევებრძოლები, პრობლემა არ არის.

ჰენრი სეხუდო დავამარცხე და ის უკვე ჩავლილი ეტაპია. მას შეუძლია რაც უნდა ის ილაპარაკოს. თუ მოიგებს რამდენიმე ბრძოლას, კიდევ ერთხელ შევხვდები, თუ არადა მისთვის დროის და ენერგიის დახარჯვას არ ვაპირებ, რადგან წინ ახალი მეტოქეები მელოდება.

დვალიშვილი საქართველოში კიდევ რამდენიმე დღე დარჩება, კვირის ბოლოს კი ისევ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება, რადგან სურს 6 ოქტომბერს, რომან დოლიძისა და კევინ ჰოლანდის ბრძოლას დაესწროს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უმარი ქამარს ჩაიბარებს და აღარასდროს დათმობს“ - სეხუდო არ ჩერდება
„უმარი ქამარს ჩაიბარებს და აღარასდროს დათმობს“ - სეხუდო არ ჩერდება