ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კასანო
Aa
Aa

„ჩემთვის კვარაცხელია უძლიერესი მარცხენა შემტევია მსოფლიოში“ | კასანო

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და თქვა, რომ ქართველ ფეხბურთელს თავისუფლად შეუძლია „ბარსელონას“ სასტარტოში ითამაშოს.

„ჩემთვის კვარაცხელია უძლიერესი მარცხენა შემტევია მსოფლიოში. ასევე ჩემთვის ის უფრო ძლიერია, ვიდრე კომანი და გრილიში. მას მარტივად შეუძლია „ბარსელონას“ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშოს. დღეს კვარა ფენომენალურია, თუმცა ვისურვებდი, რომ ის უფრო სტაბილურ ჩემპიონატზე მეხილა. მან გვაჩვენა ისეთი თამაში, რომელიც ლოგიკას სცდება. ის უფრო ძლიერია ვიდრეა ლეაო - მას უფრო მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე „მილანის“ მოთამაშეს“ - თქვა კასანომ.

იტალიის სერია A-ს მე-6 ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „მონცას“ დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა. ხვიჩა სასტარტო შემადგენლობაში იყო და თავისი გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

33-ე წუთზე კვარამ მეტოქის კარში მეორე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. ამის გარდა, 26 წუთზე ქართველმა შემტევმა მეტოქესთან უხეშობის გამო ყვითელი ბარათიც მიიღო.

მიმდინარე სეზონში, კვარამ „ნაპოლის“ მაისურით სერია A-ში მე-6 შეხვედრა ჩაატარა და თავი 3 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. მისმა გუნდმა ზედიზედ მე-5 შეხვედრა მოიგო და სატურნირო ცხრილში 13 ქულით პირველ ადგილზე გადაინაცვლა. ნეაპოლელებს მომდევნო შეხვედრა 4 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე „კომოს“ წინააღმდეგ ელით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარას მე-3 გოლი - ნაპოლიმ მონცას მოუგო და სერია A-ში გალიდერდა
კვარას მე-3 გოლი - ნაპოლიმ მონცას მოუგო და სერია A-ში გალიდერდა