ვლადიმერ მამუჩაშვილი, ტირასპოლის შერიფი
Aa
Aa

„ეს ჩემი სტილია, შეიძლება ითქვას, ქართული“ - მამუჩაშვილი პირველ ჰეთთრიკზე

ვლადიმერ მამუჩაშვილმა მოლდოვის ჩემპიონატში თავი ჰეთთრიკით გამოიჩინა. მერვე ტურში ტირასპოლის „შერიფი“ „დაჩიას“ დაუპირისპირდა და ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

28 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ადგილობრივ მედიასთან მატჩი და კარიერაში პირველი ჰეთთრიკი შეაფასა.

რა თქვა მამუჩაშვილმა:

„ჩემი თამაშია, როცა ბურთთან ვარ. ნახევარმცველის პოზიციაზე თავს დამაჯერებლად ვგრძნობდი და ვცდილობდი ჩემი საქმე რაც შეიძლება კარგად მეკეთებინა. როდესაც ბურთთან და გუნდელებთან ხშირი კონტაქტი მაქვს, უკეთესად ვთამაშობ“.

„არ ვფიქრობდი იმაზე, რომ გოლი გამეტანა. ვფიქრობდი იმაზე, რომ გუნდს მოეგო. ძალიან მიხარია, რომ ამ სამი გოლით გუნდს დავალების შესრულებაში დავეხმარე. სხვათა შორის, ეს ჩემს პროფესიულ კარიერაში პირველი ჰეთ თრიკია, რითაც ძალიან ბედნიერი ვარ“.

„მინდა ვთქვა, რომ ბურთი სულ მქონდა და მე ვთამაშობდი, პასს ვაკეთებდი. გუნდის შეტევები ჩემგან იწყებოდა. როდესაც ბურთი მე მაქვს, თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. ეს ჩემი სტილია, შეიძლება ითქვა, ქართული“.

„შერიფის“ მთავარი მიზანი ჩემპიონობაა. იმედი მაქვს, გამოვა და შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში ვითამაშებ“.

შეგახსენებთ, „შერიფი“ 8 ტურის შემდეგ, 22 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო ვლადიმერ მამუჩაშვილს ხუთ მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი.

ვლადიმერ მამუჩაშვილი მოლდოვურ კლუბს გასულ ზაფხულში შეუერთდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სამი ვარიანტი ჰქონდა - რატომ აირჩია მამუჩაშვილმა შერიფი
სამი ვარიანტი ჰქონდა - რატომ აირჩია მამუჩაშვილმა შერიფი