მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

„იმ თანხას, რასაც მთავრობა მაძლევს, სრულად გამოვიყენებ ქველმოქმედებაში“ | დვალიშვილი

მინდა, ქველმოქმედება გავაკეთო და საქართველოში გავხსნა პატარ-პატარა დარბაზები - ამ თანხასაც დავამატებ და სრულად გამოვიყენებ ჩემს ქველმოქმედებაში, - ასე გამოეხმაურა UFC-ის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებას.

როგორც „მანქანამ“ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მას სურს საქართველოში პატარ-პატარა დარბაზები გახსნას.

„ეს იქნება ჯიუ-ჯიცუს და ჭიდაობის დარბაზები, სადაც ახალგაზრდებს ვარჯიშის საშუალება მიეცემათ. ახლა ვნახე, ახლა დაანონსდა, რომ სახელმწიფო მეც და ილიასაც მილიონს გვაძლევს, რისთვისაც მადლობა. ამ თანხასაც დავამატებ და სრულად გამოვიყენებ ჩემს ქველმოქმედებაში”,- განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს პრემიერ-მინისტრის განცხადება გავრცელდა, რომლის თანახმადაც საქართველოს მთავრობა მერაბ დვალიშვილსა და ილია თოფურიას მილიონ-მილიონ ლარს გადასცემს.

როგორც ირაკლი კობახიძემ განმარტა, სპორტულ წარმატებასა და ქვეყნისთვის მოპოვებულ გამარჯვებას სათანადო დაფასება ჭირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ როგორც ადამიანმა და მებრძოლმა, ჩემი პატივისცემა დაკარგე“ | მერაბი უმარს
„ როგორც ადამიანმა და მებრძოლმა, ჩემი პატივისცემა დაკარგე“ | მერაბი უმარს