ანტუან გრიზმანი
Aa
Aa

გრიზმანმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

ანტუან გრიზმანმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ თავად ფრანგმა ფეხბურთელმა X-ზე დაწერა. მან ნაკრებში 10 წელი გაატარა.

„მოგონებებით სავსე გულით, მე ვხურავ ჩემი ცხოვრების ამ თავს. მადლობა ამ ბრწყინვალე სამფეროვანი თავგადასავლისთვის და მალე გნახავთ“, - დაწერა გრიზმანმა.

33 წლის ფეხბურთელმა ეროვნულ ნაკრებთან ერთად, 6 ტურნირზე ითამაშა. მთლიანობაში მან 137 მატჩი ჩაატარა და 44 გოლი გაიტანა.

2018 წელს ის მსოფლიოს ჩემპიონი, ხოლო 2022 წელს მუნდიალის ვერცხლის პრიზიორი გახდა. 2021 წლის უეფას ერთა ლიგაზე გრიზმანმა და მისმა თანაგუნდელებმა ოქროს მედლები მოიპოვეს, 2016 წელს მათ სამშობლოში გამართულ ევროპის ჩემპიონატის ფინალში კი პორტუგალიელებთან დამარცხდნენ და ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დასჯერდნენ.

ამჟამად გრიზმანი მადრიდის „ატლეტიკოში“ თამაშობს, სადაც ის „ბარსელონადან“ გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გრიზმანის სანაკრებო რეკორდი
გრიზმანის სანაკრებო რეკორდი