„ როგორც ადამიანმა და მებრძოლმა, ჩემი პატივისცემა დაკარგე“ | მერაბი უმარს
მერაბ დვალიშვილსა და უმარ ნურმაგომედოვს შორის ვირტუალური დაპირისპირება გრძელდება. ამჯერად რუს მებრძოლს „მანქანამ“ მიმართა და ის სიცრუესა და უპატივცემულობაში დაადანაშაულა.
„უმარ, ახლა არა მხოლოდ უპატივცემულობას იჩენ, შენ მატყუარაც ხარ. თუ UFC-მ ჩემთან ჩხუბი ორჯერ შემოგთავაზა - აჩვენე ფანებს კონტრაქტი და ბრძოლის თარიღები.
მათ შენთან ბრძოლა პიოტრ იანთან გამარჯვებიდან 6 კვირაში შემომთავაზა, როცა ხელი მქონდა მოტეხილი. სიტყვიერი თანხმობა განვაცხადე, მიუხედავად იმისა, რომ ტიტულისთვის ბრძოლის ნომერ პირველი კონტენდერი ვიყავი, შენ კი მე-13. საბოლოოდ, ექიმებმა უარი თქვეს და მე ოპერაცია გამიკეთეს.
ასე რომ, გვანახე მეორე შემოთავაზების კონტრაქტის დეტალები - თუ UFC სატიტულო შანსს გჩუქნის, რატომ ავლენ უპატივცემულობას და ლაპარაკობ სისულელეს? შენთან დავასრულე, რადგან ტყუილის თქმას განაგრძობ- შენ, როგორც ადამიანმა და მებრძოლმა, ჩემი პატივისცემა დაკარგე. UFC-სგან დაველოდები სიახლეს“, - წერს მერაბი X-ზე.
Umar Now not only are you disrespectful , you are a liar. If UFC offered you to fight with me 2 times - show the fans the contract and the dates. They offered me to fight you right after I beat Petr Yan with a broken hand in 6 weeks. I accepted the fight verbally even thought i…
— Merab “The Machine” Dvalishvili (@MerabDvalishvil) September 29, 2024
ცნობისთვის, უმარი დაუმარცხებელი მებრძოლია და დიდი ხანია დვალიშვილთან ჩხუბი სურს. მან კარიერაში 18 ორთაბრძოლა მოიგო და ბოლოს კორი სენდჰეგენს ეჩხუბა, რომელსაც მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით სძლია.
უმარის თქმით, დროა გულშემატკივრებმა „თეთრი ფაფახისა“ და „შავი ფაფახის“ დაპირისპირება იხილონ.
ცნობისთვის, UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა განაცხადა, რომ შონ ომალისა და დვალიშვილის ორთაბრძოლის გამარჯვებული სწორედ უმარს შეხვდებოდა. ნურმაგომედოვი UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგში მე-3 ადგილს იკავებს.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლაში შონ ომალი 5-რაუნდიან ბრძოლაში, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი მოიპოვა. ამასთან, ქართველმა „მანქანამ“ UFC-ში მოგებათა სერია 11 ბრძოლამდე გაზარდა.
მერაბი ისტორიაში UFC-ის მეორე ქართველი ჩემპიონი გახდა და ასევე ისტორიაში პირველად, თავად Pound-for-Pound (რეიტინგი წონის გაუთვალისწინებლად) რეიტინგში მოხვდა.