ლოპესმა დაადასტურა, რომ თოფურია-ჰოლოუეის ბრძოლის დამზღვევი იქნება
დიეგო ლოპესმა დაადასტურა, რომ ილია თოფურიასა და მაქს ჰოლოუეის ბრძოლის დამზღვევი იქნება. ამის შესახებ თავად ბრაზილიელმა მებრძოლმა Instagram-ზე დაწერა.
View this post on Instagram
29 წლის ლოპესმა ბოლო ბრძოლა 15 სექტემბერს გამართა და ბრაიან ორტეგა დაამარცხა, რის შემდეგაც სატიტულო ბრძოლა მოითხოვა.
შეგახსენებთ, რომ თოფურიასა და ჰოლოუეის დაპირისპირება UFC 308-ის მთავარი მოვლენა იქნება, რომელსაც თბილისის დროით, 27 ოქტომბერს, გამთენიისას ვიხილავთ.
თოფურიასთვის ეს საჩემპიონო ქამრის პირველი დაცვა იქნება. „მატადორმა“ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტული მიმდინარე წლის თებერვალში ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკის დანოკაუტების შედეგად მოიპოვა.
„ელ მატადორს“ MMA-ში გამართული თხუთმეტი ორთაბრძოლიდან ყველა თავის სასარგებლოდ აქვს დასრულებული.