ლევანტე, გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

ქოჩორა: გუნდს აქვს დნმ, რომელიც არასდროს ნებდება

გიორგი ქოჩორაშვილის ეფექტური გოლით და საგოლე პასით, „ლევანტემ“ ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში მეოთხე გამარჯვება მოიპოვა და პრიმერადივიზიონის საგზურისთვის ბრძოლას განაგრძობს.

მე-7 ტურის შეხვედრაში ვალენსიელებმა საკუთარ სტადიონზე „ალმერია“ 4:2 დაამარცხეს და სანტანდერის „რასინგს“, რომელიც ამ ტურამდე სატურნირო ცხრილს სათავეში ედგა და თავის მატჩს ხვალ, საკუთარ სტადიონზე „კარტახენასთან“ ჩაატარებს, ქულებით გაუთანაბრდნენ.

თამაშის შემდეგ, ქოჩორამ მედიასთან მატჩი შეაფასა და კარლოს ალვარესზეც ისაუბრა. 

„მე ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ დავიწყეთ თამაშით და წინ წავედით, მაგრამ დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ გაშვებულ გოლებს. გუნდს აქვს დნმ, რომელიც არასდროს ნებდება“.

„ყოველთვის ვცდილობ კარლოსს ვესაუბრო, მე მას ვენდობი და თვალებით ყოველთვის ვეძებ, მეც იმავეს ვთხოვ - მე მომწონს კარლიტოსი“.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილის ანგარიშზე მიმდინარე ლა ლიგა 2-ის გათამაშებაში 2 გოლთან ერთად, 2 საგოლე პასიცაა. ესპანურ პრესაში კი სისტემატურად ვრცელდება ინფორმაციები იმის თაობაზე, რომ მისი დამატებით ლა ლიგის კლუბები არიან დაინტერესებული, რომელთა შორისაც ყველაზე მეტად „მალიორკა“ აქტიურობს.

 

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ქოჩორაშვილმა ლევანტეს მოაგებინა - მე-2 გოლი და მე-2 ასისტი სეზონში
ქოჩორაშვილმა ლევანტეს მოაგებინა - მე-2 გოლი და მე-2 ასისტი სეზონში