ბექა ბურჯანაძე
Aa
Aa

სენსაცია დებიუტანტისგან - ბურჯანაძის გუნდმა რეალს მოუგო

„ლეიმა კორუნიამ“, რომელიც ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის დებიუტანტია, ელიტაში ასპარეზობა სენსაციური გამარჯვებით დაიწყო. ბექა ბურჯანაძემ და მისმა თანაგუნდელებმა გალისიაში „რეალს“ უმასპინძლეს და უძლიერესი მეტოქე მინიმალური სხვაობით 86-85 დაამარცხეს.

მატჩის გმირი მასპინძლების ლეგიონერი ბრენდონ ტეილორი გახდა, რომელმაც 20 ქულა დააგროვა და მატჩის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე სამქულიანით ანგარიში ისე გაათანაბრა, რომ მეტოქეს ჯარიმა აჰკიდა და ბოლო ტყორცნის ზუსტად შესრულებით ლა კორუნიელებს მოაგებინა.

რაც შეეხება ბურჯანაძეს, მართალია ის შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, მაგრამ პარკეტზე თითქმის 27 წუთი გაატარა და ამ ხნის განმავლობაში 9 ქულასთან და 3 მოხსნასთან ერთად, 1 ჩაჭრაც დააგროვა. საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა ორიდან ერთი სამქულიანი, ორიდან ერთი ორქულიანი და სამიდან სამი საჯარიმო ჩააგდო. ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მეორე ტურში „ლეიმა კორუნია“ 6 ოქტომბერს სტუმრად „გრან კანარიას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გადამწყვეტი როლი ითამაშა - ესპანური მედია ბურჯანაძეს აფასებს
გადამწყვეტი როლი ითამაშა - ესპანური მედია ბურჯანაძეს აფასებს