ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კონტე, მონცა, მატეო პოლიტანო
Aa
Aa

კვარას მე-3 გოლი - ნაპოლიმ მონცას მოუგო და სერია A-ში გალიდერდა

იტალიის სერია A-ს მე-6 ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „მონცას“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა.

ტრადიციულად, ხვიჩა „ნაპოლის“ სასტარტო შემადგენლობაში იყო და გამარჯვებაში თავისი წვლილიც შეიტანა. ქართველმა შემტევმა „მონცას“ კარში მეორე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ანგარიში 22-ე წუთზე, მატეო პოლიტანომ გახსნა, 33-ე წუთზე კი ხვიჩა კვარაცხელიამ სხვაობა ორბურთამდე გაზარდა. ასევე, 26-ე წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქესთან უხეშობის გამო ყვითელი ბარათიც მიიღო.

ნაპოლი 2:0 მონცა

ანტონიო კონტემ ხვიჩა 75-ე წუთზე, მაძოკით შეცვალა, ქართველმა შემტევმა კი გავლენიანი სააგენტო Sofascore-სგან 7.3 ქულიანი შეფასება დაიმსახურა. კვარას დეტალური სტატისტიკა ასეთი იყო: 0.36 შექმნილი საგოლე შანსები, კარის ჩარჩოში 1 დარტყმა, 1 დაბლოკილი დარტყმა, 3 დრიბლინგის მცდელობა, ბურთთან 47 შეხება, 27-დან 21 ზუსტად შესრულებული პასი, 2 საკვანძო პასი, 10-დან 3 პოზიციურ დუელში გამარჯვება, 2 ჯარიმა, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ. შეფასებით, მასზე მაღალი ქულა მხოლოდ მატეო პოლიტანომ დაიმსახურა, რომელიც საბოლოოდ მატჩის MVP-იც გახდა - 7.7 ქულა.

ხვიჩას ყველა ეპიზოდი მონცასთან:

მიმდინარე სეზონში, კვარამ „ნაპოლის“ მაისურით სერია A-ში მე-6 შეხვედრა ჩაატარა და თავი 3 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. მისმა გუნდმა ზედიზედ მე-5 შეხვედრა მოიგო და სატურნირო ცხრილში 13 ქულით პირველ ადგილზე გადაინაცვლა. ნეაპოლელებს მომდევნო შეხვედრა 4 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე „კომოს“ წინააღმდეგ ელით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები