საბა გოგლიჩიძე, რობერტო დ\\\'ავერსა
Aa
Aa

საბას საფეხბურთო ენა ესმის და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია - ემპოლის მწვრთნელი

სერია ა-ს მე-6 ტურში „ემპოლი’’ – „ფიორენტინას’’ მატჩი 0:0 დასრულდა. საბა გოგლიჩიძემ „ემპოლის’’ სასტარტოში ზედიზედ მეოთხე მატჩში შეუცვლელად ითამაშა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ იტალიურად კარგად ვერ საუბრობს, ობიექტურად ძალიან კარგად თამაშობს და როგორც „ემპოლის’’ მთავარი მწვრთნელი რობერტო დ’ავერსა აღნიშნავს, ყველაზე მნიშვნელოვანია რომ საფეხბურთო ენა ესმის.

დ'ავერსა: „ემპოლი’’ თავისი ისტორიის განმავლობაში ყოველთვის აჩვენებს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს ენდობა და მათი სჯერა. როცა „ემპოლიში’’ ჩამოვედი, საბა გოგლიჩიძეს ჰქონდა სირთულეები სავარჯიშო პროცესის მიმდინარეობისას, თუმცა სასტარტოში დავაყენე და ისე ითამაშა, თითქოს წლებია სერია ა-ში გამოდის. ეს მხოლოდ მისი დამსახურებაა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ იტალიურად ერთ სიტყვასაც ვერ ამბობს, მოედანზე საფეხბურთო ენაზე საუბრობს, საფეხბურთო ენა ესმის და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. მისი იტალიური არ გაუმჯობესებულა, მაგრამ ვარჯიშებსა და თამაშებში პროგრესი აქვს. იმედი მაქვს, ზრდას გააგრძელებს’’.

შეგახსენებთ, საბა „ემპოლის'' ფეხბურთელი გასულ ზამთარში გახდა, ადაპტირებისთვის რამდენიმე თვე დასჭირდა, თუმცა მას შემდეგ რაც გასულ ზაფხულში იტალიურ გუნდთან ერთად შეკრება პირველად გაიარა და ამხანაგურ მატჩებში კარგი შთაბეჭდილება დატოვა, დ'ავერსამ მესამე ტურში „ბოლონიასთან'' ათამაშა და მას შემდეგ საბა სასტარტოს უცვლელი წევრია. ბოლო ოთხ მატჩში მოედანზე 90 გაატარა.

მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ბოლო ოთხ მატჩში „ემპოლიმ'' მხოლოდ 1 გოლი გაუშვა და ეს გოლი საბას შეცდომას არ მოჰყოლია. მოკლედ, საბა ძალიან კარგად გამოიყურება, რასაც როგორც საფეხბურთო სპეციალისტები, ასევე მედიის წარმომადგენლები აღიარებენ.

იტალიური Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტი ჯაკომო ჩონიმ Radio Bruno-ს ეთერში, გადაცემა Pentasport-ში საბა გოგლიჩიძის კარგ თამაშზე ისაუბრა. ასევე, აღნიშნა, რომ მან იტალიური ჯერ სათანადო დონეზე არ იცის, თუმცა ეს ხელს არ უშლის და ქენან ილდიზი გაანეიტრალა.

ჯაკომო ჩონი: „სერია A-ს სეზონის აღმოჩენაა, მან „იუვენტუსთან’’ ქენან ილდიზი გაანეიტრალა, თუმცა მან ჯერ ერთი სიტყვა იტალიური არ იცის’’.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები