ქეცბაიას შემცვლელი იპოვეს - მწვრთნელი ჩემპიონატის მე-11 კლუბიდან
რამდენიმე კვირის წინ თემურ ქეცბაიამ კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა და ამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა მისი შემცვლელი უკვე შეარჩიეს, რომლის კვალიფიკაციაც დაფიქსირებული შედეგებიდან გამომდინარე, სერიოზულ კითხვის ნიშნებს ბადებს.
კვიპროსელებმა ხელშეკრულება სოფრონის ავგუსტისთან გააფორმეს, რომელიც „კარმიოტისას“ სათავეში გასულ ზაფხულს ჩაუდგა, ხოლო მიმდინარე ჩემპიონატში მისი ხელმძღვანელობით გამართული 5 მატჩიდან კლუბმა მხოლოდ 1 მოიგო და 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-11 პოზიციას იკავებს. ამ გუნდში მისვლამდე ავგუსტი სხვადასხვა დროს ლიმასოლის „აპოლონს“, ლარნაკას „აეკს“, ნიქოზიას „აპოელსა“ და „ომონიას“ ამზადებდა. ფეხბურთელობის დროს კი ამპლუით მეკარეს 2004-2010 წლებში კვიპროსის ეროვნულ გუნდში 11 მატჩი აქვს გამართული.
ცნობისათვის, ავგუსტი „კარმიოტისას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მაურო კამორანეზიმ ჩაანაცვლა, რომელიც ფეხბურთის გულშემატკივარს „იუვენტუსიდან“ უნდა ახსოვდეს, 2006 წელს კი ნატურალიზებული არგენტინელი იტალიის ეროვნული გუნდის რიგებში მუნდიალის გამარჯვებული გახდა.