გიორგი მამარდაშვილი, ვენსან კომპანი, ალისონ ბეკერი
Aa
Aa

მამარდას კონკურენტი მიუნხენში - ალისონი კომპანის მიჰყავს

უკვე ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში“ ბოლო სეზონს ატარებს - 24 წლის ქართველი მეკარე გასულ ზაფხულს „ლივერპულმა“ შეიძინა და ერთწლიანი იჯარით „ღამურებში“ დატოვა. ბევრი სვამს შეკითხვას, თუ რა ბედი ეწევა მამარდას იმ შემთხვევაში, თუ მერსისაიდელების ამჟამინდელი ძირითადი მეკარე 2025 წლის ზაფხულში საუდის არაბეთში არ გადაბარგდება. თუმცა, ბოლო პერიოდში ამ გოლკიპერს სულ სხვა ვარიანტი გამოუჩნდა.

ავტორიტეტული ვებ-გვერდის, Tribalfootball.com-ის ცნობით, ალისონის დამატებით „ბაიერნი“ სერიოზულად ინტერესდება, რომლის მთავარი მწვრთნელი ვენსან კომპანი 38 წლის მანუელ ნოიერის ფიზიკური კონდიციებით საშინლად უკმაყოფილოა და მის იდეალურად შემცვლელად სწორედ „წითლებისა“ და ბრაზილიის ნაკრების კარის დარაჯს განიხილავს. ამავე წყაროზე დაყრდნობით, უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ მხარეები მოლაპარაკებებს აწარმოებენ და თუ „რეკორდმაისტერი“ მერსისაიდელებს სატრანსფერო მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, ალისონის ტრანსფერი განხორციელდება და მამარდაშვილს „ლივერპულის“ ძირითად შემადგენლობაში მოხვედრისთვის ბრძოლაში სერიოზული კონკურენტი აღარ ეყოლება.

შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთ ინტერვიუში გიორგი მამარდაშვილმა აღნიშნა, რომ „ლივერპულში“ გადასვლამდე, „ბაიერნში“ ტრანსფერის რეალური ვარიანტი ჰქონდა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ნოიერის ძირითადი შემადგენლობიდან ამოგდება ნაკლებად შესაძლებლად მიაჩნდა, გერმანულ ვარიანტზე უარი თქვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
TOP 10 - მეკარეთა მნიშვნელოვანი გოლები ფეხბურთის ისტორიიდან
TOP 10 - მეკარეთა მნიშვნელოვანი გოლები ფეხბურთის ისტორიიდან