ვლადიმერ მამუჩაშვილი
Aa
Aa

მამუჩაშვილის ჰეთ-თრიკი - ქართველი ფეხბურთელის შესანიშნავი თამაში

მოლდოვის საფეხბურთო ჩემპიონატში „დაჩია ბიუკანი’’ შინ ტირასპოლის „შერიფთან’’ 1:3 დამარცხდა. სტუმართა ქართველმა ფეხბურთელმა ლადო მამუჩაშვილმა ჰეთ-თრიკი შეასრულა, მან პირველ ტაიმში ორი პენალტი შეაგდო, მესამე გოლი მეორე ტაიმში გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.

 

27 წლის მამუჩაშვილი მოლდოვურ კლუბს გასულ ზაფხულში შეუერთდა, ხუთი მატჩი ჩაატარა (ყველა სასტარტოში) და სამი გოლი გაიტანა (ჰეთ-თრიკი).

„შერიფმა’’ 8 ტურში 22 ქულა დააგროვა და ჩემპიონატის ლიდერია, მეორეადგილოსან „ბელცის’’ 6 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები