ფოტოამბავი - მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამრით საქართველოში დაბრუნდა
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი საქართველოში დაბრუნდა.
ქართველ „მანქანას“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრებმა გრანდიოზული დახვედრა მოუწყვეს.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი UFC-ის ჩემპიონი 15 სექტემბერს გახდა. „მანქანამ“ საჩემპიონო ბრძოლაში შონ ომალი ხუთრაუნდიან დაპირისპირებაში, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
გიორგი ჯიქიას ფოტოები