წიტაიშვილის სადებიუტო გოლი - გრანადამ ბურგოსს ვერ მოუგო
ლა ლიგის მე-7 ტურში, გიორგი წიტაიშვილის „გრანადა“ სტუმრად „ბურგოსს“ დაუპირისპირდა და ფრედ, 2:2 ითამაშა.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო და თავი გოლით გამოიჩინა. ანგარიში სწორედ წიტაიშვილის გოლით გაიხსნა, რაც 23 წლის შემტევისთვის „გრანადაში“ სადებიუტო იყო.
¡Se adelanta el @GranadaCF con gol de Tsitaishvili! ????⚪️
— LALIGA HYPERMOTION (@LaLiga2) September 29, 2024
Qué contragolpe de libro iniciado con un gran saque largo de Mariño. ????#LALIGAHYPERMOTION | #LALIGAHighlights | #BurgosCFGranada pic.twitter.com/i3YnPjiCGL
72-ე წუთზე, „ბურგოსმა“ წონასწორობა ლოპესის გოლით აღადგინა, თუმცა, ზუსტად ორ წუთში, „გრანადამ“ კიდევ ერთხელ შეძლო დაწინაურება, თავი ამჯერად ტრიგეროსმა გამოიჩინა. სამწუხაროდ, წიტაიშვილის გუნდმა კვლავ ვერ შეძლო უპირატესობის შენარჩუნება. 77-ე წუთზე ბალესტეროსმა წონასწორობა კიდევ ერთხელ აღადგინა და საბოლოო ანგარიში - 2:2 დააფიქსირა.
გიორგი წიტაიშვილმა „გრანადაში“ 7 მატჩი ჩაატარა და თავი თითო-თითო გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა. 7 ტურის შემდეგ მისი გუნდი ლა ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში 7 ქულით მე-16 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 5 ოქტომბერს, სტუმრად „მირანდესის“ წინააღმდეგ გამართავს.