კიოლნი, ბუდუ ზივზივაძე, კარლსრუე
Aa
Aa

ბუდუს საგოლე პასი - უხვგოლიანი მატჩი კიოლნში

ბუნდესლიგა 2-ის მორიგ ტურში კარლსრუე კიოლნს ესტუმრა. მატჩი უხვგოლიანი გამოდგა. გუნდებმა ერთმანეთს 4-4 გოლი გაუტანეს და ქულები გაიყვეს.

როგორც ყოველთვის, ბუდუ ზივზივაძე ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა, მაგრამ ამჯერად გოლის გატანა ვერ მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ კარლსრუე მე-15 წუთისთვის 0:3 მარცხდებოდა, თუმცა შემდეგ ორი ბურთი გაქვითა. პირველი გოლის დროს, საგოლე პასი ქართველმა ფეხბურთელმა მიითვალა. ტაიმი მასპინძელთა გამარჯვებით 4:2 დასრულდა.

მეორე ნახევარში, სტუმრები კიდევ უფრო მეტად გააქტიურდნენ. გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა ბუდუს, თუმცა მას მეკარემ აჯობა. 52-ე და 55-ე წუთებზე კარლსრუემ გაიტანა და მატჩის საბოლოო შედეგი 4:4 დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, ზივზივაძეს ყველა ტურნირზე ერთად 7 გოლი და 3 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. კარლსრუე კი სატურნირო ცხრილში 15 ქულით მესამე პოზიციაზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სერია ა-ს აღმოჩენაა, ილდიზი გაანეიტრალა - იტალიელი ჟურნალისტი გოგლიჩიძეზე
სერია ა-ს აღმოჩენაა, ილდიზი გაანეიტრალა - იტალიელი ჟურნალისტი გოგლიჩიძეზე