შერმადინის 10 ქულა ბასკონიასთან - ტენერიფემ ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო
ესპანეთის საკალათბურთო ACB ლიგა დაიწყო. პირველ ტურში, ტენერიფემ ბასკონიას უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 88:80 დაამარცხა.
გიორგი შერმადინი ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა და ნაყოფიერი მატჩიც ჰქონდა.
ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 19 წუთი და 49 წამი გაატარა. ამ პერიოდის განმავლობაში, გიორგიმ 10 ქულას და 4 მოხსნას მოუყარა თავი.
შერმადინმა 8-ჯერ ისროლა 2-ქულიანი და ზუსტი 4 აღმოჩნდა. 8 ქულა სწორედ ასე დააგროვა, ხოლო დანარჩენი 2 ქულა საჯარიმო ტყორცნებით მიითვალა(4/2 – 50%).
4 მოხსნიდან ქართველმა კალათბურთელმა 3 საკუთარ ფარზე შეასრულა, ხოლო 1 მეტოქის. შერმადინმა ბასკონიას წინააღმდეგ 3 პერსონალური ფოლი მიიღო.
ცნობისთვის, შემდეგ ტურში ტენერიფე ბრეოგანს ესტუმრება. აღნიშნული მატჩი 5 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.
???? Oficio, carácter competitivo... ¡y afición! para sumar la primera
— La Laguna Tenerife (@CB1939Canarias) September 29, 2024
???? #LaLagunaTenerife tumba al #Baskonia de Euroliga
???????? #VamosCanarias #LaLagunaTenerife #SeLlevaDentro pic.twitter.com/WgN2XDZaYo