ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

ლე კაფტიფის ჩელენჯერი - ბასილაშვილი კვალიფიკაციის ფინალშია

ლე კაფტიფის ჩელენჯერის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი ბრიტანელ ჰემიშ სტიუარტს დაუპირისპირდა და ორ სეტში 6:4 6:2 დაამარცხა.

პირველ სეტში მოთამაშეები საკუთარ ჩაწოდებაზე დამაჯერებლად თამაშობდნენ, თუმცა მეხუთე გეიმში ბასილაშვილმა ბრეიკი შეასრულა, წინ გავიდა და უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა. აღსანიშნავია, რომ მეხუთე გეიმის გარდა, სხვა გეიმებში ჩოგბურთელებს 1 ბრეიკ პოინტიც კი არ ჰქონდათ.

მეორე სეტში სიტუაცია შეიცვალა. ბასილაშვილი კიდევ უფრო მეტად გააქტიურდა და ამჯერად ორი ბრეიკი შეასრულა. საპირისპიროდ კი სტიუარტს არც ერთხელ არ ჰქონდა ნიკოლოზის ჩაწოდების მოგების შანსი. საბოლოოდ, ქართველმა ჩოგბურთელმა ერთ საათსა და ერთ წუთში მარტივად გაიმარჯვა.

ცნობისთვის, ლე კაფტიფის ჩელენჯერის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი რეიტინგის 420-ე ნომერს, ელიაკიმ კულიბალის დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მორიგი უტაქტო საქციელი - მედვედევმა ჩოგანი გულშემატკივრებისკენ ისროლა
მორიგი უტაქტო საქციელი - მედვედევმა ჩოგანი გულშემატკივრებისკენ ისროლა