“სასწაულების მოხდენა არ შეუძლია“ - AS მამარდაშვილზე
ლა ლიგის მორიგ ტურში ვალენსია სოსიედადს ესტუმრა და 0:3 დამარცხდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მამარდაშვილმა 3 გოლი გაუშვა, მას მაინც კარგი მატჩი ჰქონდა და არცერთი გოლის მისი ბრალი არ იყო.
მატჩის დასრულების შემდეგ, ესპანურმა გამოცემა AS-მა ქართველი მეკარის თამაში შეაფასა.
რას წერს AS?
„გიორგი მამარდაშვილი არც ერთ გოლში დამნაშავე არ ყოფილა. ქართველს სასწაულის მოხდენა არ შეუძლია. მეორე ტაიმში ის ვალენსიას განადგურებისგან იცავდა. ოსკარსონს დიდებული ბურთი აუღო.“
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა სოსიედადის წინააღმდეგ 3 მოგერიება შეასრულა, აქედან ერთ-ერთი ყველაზე რთული კი 75-ე წუთზე ოსკარსონის დარტყმის შემდეგ..
შეხვედრის შემდეგ, Sofascore-მა ქართველ მეკარეს 6.5 შეფასება დაუწერა. ამ მომენტისთვის, ვალენსია სატურნირო ცხრილში 5 ქულით მე-18 პოზიციაზე იმყოფება. მე-18 ადგილი კი სამწუხაროდ გასავარდნი ზონაა. შემდეგ ტურში ღამურები ლეგანესს ესტუმრებიან.