მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი
Aa
Aa

“მას ისე ვაკოცე, როგორც მამიკომ“ - დვალიშვილი შონ ომალიზე

მას შემდეგ, რაც მერაბ დვალიშვილმა შონ ო’მალი დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა, მის მიმართ არაერთი კრიტიკული და უსამართლო მოსაზრება გაჩნდა.

მაგალითად, თავად შონი თვლის, რომ მას ბრძოლა მოჰპარეს. მერაბმა ო’მალის ეს განცხადება უპასუხოდ არ დატოვა და სოციალურ ქსელში პასუხი გასცა.

რას წერს მერაბი?

„პიოტრ იანს ტ***ზე ისე ვურტყი, როგორც ბო**ს. ჰენრი სეხუდოზე, როგორც ბავშვზე, ისე ვიზრუნე. შონ ო’მალის ისე ვაკოცე, როგორც მამიკომ, მაგრამ, თუ UFC ჩემს წინააღმდეგ უმარს დააყენებს, მას უბრალოდ გავანადგურებ.“

View this post on Instagram

A post shared by MMA Junkie (@mmajunkie)

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილთან ბრძოლა თავად უმარ ნურმაგომედოვს სურს და ამას ღიად აფიქსირებს.

თავის მხრივ, დენა უაითი აღნიშნულ დაპირისპირებას მიესალმება. სულ ცოტა ხნის წინ მან განაცხადა, რომ დვალიშვილსა და ო’მალის შორის გამარჯვებული სწორედ უმარს შეხვდება. შეგახსენებთ, ნურმაგომედოვი სუპერ მსუბუქ დივიზიონში მესამე ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები