ბარსელონა, ჰანსი ფლიკი, ოსასუნა
Aa
Aa

“თქვენ უნდა მიიღოთ ეს წაგება“ - ფლიკი ოსასუნასთან მატჩის შემდეგ

ლა ლიგის მორიგ ტურში ბარსელონა ოსასუნას ესტუმრა და 2:4 დამარცხდა. კატალონიურმა გრანდმა მიმდინარე სეზონში პირველად წააგო. მატჩის დასრულების შემდეგ, ჰანსი ფლიკმა კომენტარი გააკეთა.

რა თქვა ფლიკმა?

„თქვენ უნდა მიიღოთ ეს წაგება. ჩვენ კარგად არ გვითამაშია. ვფიქრობ, ჩემი პასუხისმგებლობა ფეხბურთელების დაცვაა, რადგან ისინი ძალიან ბევრს თამაშობენ, მაგრამ დღეს ასეთ თამაშს ნამდვილად არ ველოდებოდი. რეალურად, სწორ გზაზე ვდგავართ. პირველ ტაიმში ბევრი შეცდომა დავუშვით, მაგრამ შემდეგ ყველაფერი გამოვასწორეთ, თუმცა გვიანი იყო.

ოსასუნას ჩვენი შეცდომები იდეალურად გამოიყენა. ვფიქრობ, მეორე გოლის დროს ჯარიმა იყო, თუმცა ამაში 100%-ით დარწმუნებული არ ვარ, რადგან ეპიზოდი ჯერ არ მინახავს. 4 გოლის გაშვება ზედმეტი იყო. მეორე ტაიმში მოგება ვცადეთ, შანსებიც გვქონდა, მაგრამ ოსასუნამ თავი კარგად დაიცვა. მათ პრობლემები შეგვიქმნეს და ეს ყველაფერი უნდა გავაანალიზოთ.

როტაცია? თუ ჩვენს გუნდს შეხედავთ, ეს ადვილი არ არის. იმედი მაქვს, სანაკრებო პაუზის შემდეგ, უფრო მეტი ფეხბურთელი მეყოლება. ძალიან ბევრი ტრავმირებული დაგროვდა. დასვენება ლევანდოვსკისაც სჭირდებოდა. ის ახალგაზრდა აღარ არის. პოზიტიურ განწყობაზე ვარ. ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგაზე პირველ მატჩს მოვიგებთ.“

შეგახსენებთ, რომ წაგების მიუხედავად, ბარსელონა ლა ლიგას მაინც ლიდერობს. მეორე ადგილზე მყოფ რეალს 4 ქულით უსწრებს, თუმცა სამეფო კლუბს 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. კარლო ანჩელოტის გუნდი მადრიდის ატლეტიკოს დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში გუნდებს შორის სხვაობა 1 ქულამდე შემცირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ცივი ომი“ - ბარსელონა იანვარში არაუხოს გაყიდვას გეგმავს
„ცივი ომი“ - ბარსელონა იანვარში არაუხოს გაყიდვას გეგმავს