ლიონელ მესი, ინტერ მაიამი
Aa
Aa

მესის ეფექტური გოლი - ინტერ მაიამიმ ზედიზედ მე-3 მატჩი ვერ მოიგო

MLS-ის მორიგ ტურში ინტერ მაიამი შარლოტს უმასპინძლა და ქულები დაკარგა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

დევიდ ბექჰემის გუნდს მთელი მატჩის განმავლობაში კოლოსალური უპირატესობა ჰქონდა. პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

დიდი უპირატესობის მიუხედავად, ანგარიში შარლოტმა გახსნა. თავი 57-ე წუთზე სვიდერსკიმ გამოიჩინა.

ზუსტად 10 წუთში, ინტერ მაიამიმ მორიგი პოზიციური შეტევა დაიწყო, რასაც ლეო მესის გოლი მოყვა. არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა თავის სტილში, შორეული გასროლით ეფექტური გოლი გაიტანა და საკუთარ გუნდს ქულა გადაურჩინა.

ამ მატჩის შემდეგ, ინტერ მაიამის 65 ქულა დაუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციას დამაჯერებლად ლიდერობს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ბექჰემის გუნდმა ზედიზედ მესამე მატჩი ვერ მოიგო.

რაც შეეხება მესის, მიმდინარე სეზონში, ინტერ მაიამის რიგებში ყველა ტურნირზე ერთად მეთვრამეტე მატჩში მიიღო მონაწილეობა და მე-16 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები