დრიბლინგები და საკვანძო პასი - ჩაკვეტაძის კარგი თამაში სანდერლენდთან
ინგლისის ჩემპიონშიფის მე-7 ტურში „უოტფორდმა’’ ლიდერი „სანდერლენდი’’ მიიღო, პირველი ტაიმის შემდეგ ებოსელეს გოლით იგებდა, თუმცა მეორე ტაიმში ისიდორმა წონასწორობა აღადგინა. 84-ე წუთზე ტომ დელე-ბაშირუმ გამარჯვების გოლი შეაგდო და ქლევერლის გუნდმა მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა - 2:1.
გიორგი ჩაკვეტაძემ „უოტფორდის’’ სასტარტოში ითამაშა, შეტევა რამდენჯერმე კარგად გაამწვავა, მეორე ტაიმში საკვანძო პასიც შეასრულა, საბოლოო ჯამში კარგად ითამაშა. 53-ე წუთზე სწრაფ კონტრშეტევას ავითარებდა, თუმცა მეტოქის მცველებმა აჯობეს, ბურთი აართვეს, მაგრამ რამდენიმე ეპიზოდში მაღალი ოსტატობა და სათამაშო კლასი გამოავლინა და თამაშში განსხვავება შექმნა.
ჩაკვეტაძეს დრიბლინგის 5 მცდელობა ჰქონდა, 5-დან 3 წარმატებული იყო. მინდორზე 12-დან 7 ორთაბრძოლა მოიგო. მეორე სართულზე ერთი დუელი ჰქონდა და დათმო. მისი 30 პასიდან 27 ზუსტი იყო.
„უოტფორდის'' მთავარმა მწვრთნელმა ტომ ქლევერლიმ ჩაკვეტაძე 74-ე წუთზე შეცვალა.
ჩაკვეტაძის საუკეთესო მომენტები
7 ტურის შემდეგ „უოტფორდმა'' 13 ქულა დააგროვა და ამ მომენტისთვის მე-7 ადგილზეა, ხოლო „სანდერლენდი'' დღევანდელი მარცხის შემდეგ მესამე ადგილზე დაქვეითდა.
შეგახსენებთ, მიმდინარე კვირაში გიორგი ჩაკვეტაძემ „უოტფორდთან'' ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვით ინგლისურ კლუბში 2029 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს.