თორნიკე შენგელია
Aa
Aa

ევროლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეები - შენგელია მეთერთმეტეა

3 ოქტომბერს ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკალათბურთო საკლუბო გათამაშება ევროლიგა აიღებს სტარტს, სადაც შარშანდელ სეზონში თორნიკე შენგელია „ვირტუსის“ რიგებში გამორჩეული გახლდათ და ბუნებრივია, როდესაც იტალიური გუნდის შანსების შესახებ იწერება, ყურადღება საქართველოს ნაკრების 32 წლის კაპიტანზე არის გამახვილებული. ავტორიტეტული გამოცემა EuroHoops-ის სტატია ამჯერად ტურნირის ათ ყველაზე მაღალანაზღაურებად კალათბურთელს შეეხებოდა.

ყველაზე მეტს წლიურად ალექსანდრ ვეზენკოვი იღებს, რომელიც პირეოსის „ოლიმპიაკოსის“ ღირსებას იცავს და 4.1 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. მეორე-მესამე პოზიციებს კი შეინ ლარკინი (3,75 მლნ) და მაიკ ჯეიმსი (3 მლნ) ინაწილებენ. რაც შეეხება შენგელიას, ის ათეულში ვერ მოხვდა, ბოლონიურ გუნდში 2 მილიონ 100 ათას ევროს უხდიან და მეთერთმეტე ადგილზეა.

გასულ სეზონში შენგელიამ ევროლიგის გათამაშებაში ჩატარებულ 33 შეხვედრაში 480 ქულა, 166 მოხსნა და 110 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ოცდაცამეტიდან თორმეტ შეხვედრაში კი თოკო თანაგუნდელებს შორის ყველაზე შედეგიანი გახლდათ. წლევანდელ ტურნირს ის და მისი თანაგუნდელები 4 ოქტომბერს, „ანადოლუ ეფესთან“ საშინაო თამაშით დაიწყებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩინებულ ფორმას ინარჩუნებს“ - შენგელია ერთადერთი ნათელი წერტილი იყო
„ჩინებულ ფორმას ინარჩუნებს“ - შენგელია ერთადერთი ნათელი წერტილი იყო