„ბელალ მუჰამედი სამარცხვინოა“ - კონორი საჩემპიონო ბრძოლას ითხოვს
კონორ მაკგრეგორს საშუალო წონაში სატიტულო ბრძოლის მიღება სურს. ირლანდიელი ამბობს, რომ ბელალ მუჰამედი საჩემპიონო ქამარს არ იმსახურებს.
„ბელალ მუჰამედი სამარცხვინოა, მე მასთან ბრძოლა მინდა. საშუალო წონაში რამდენიმე ნოკაუტი მაქვს. მე ვარ გასათვალისწინებელი ძალა - შემიძლია მას სერიოზული ზიანი მივაყენო.
ახლა კი ნახეთ ბელალის სტატისტიკა. მთელი თავისი UFC კარიერის განმავლობაში, მას არც ერთი ნოკდაუნი არ ჰქონია. არც ერთი. პატიოსნად ვამბობ - ეს სირცხვილია“,
- თქვა UFC-ის ორი წონის ყოფილმა ჩემპიონმა კონორ მაკგრეგორმა.
შეგახსენებთ, რომ ბოლოს კონორი ოქტაგონზე 2021 წლის ივლისში შევიდა, როცა დასტინ პორიერთან ბრძოლაში ფეხი მოიტეხა.
კონორმა თოფურიას უპასუხა
ბოლოს ილიამ კონორზე ასეთი რამ თქვა: „კონორი ის აღარაა, რომელსაც ადრე ვიცნობდით. ეს ის მაკგრეგორი არაა, რომელმაც მასები აიყოლია. ეს მაკგრეგორი უფრო წარმოადგენს ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს, ვიდრე სპორტს".
მაკგრეგორმა ილია პასუხის გარეშე არ დატოვა. ამის შესახებ estadiodeportivo წერს:
„შენ პატარა... პატარა ნაბ***არო, ყბას მოგტეხავ როგორც კი გნახავ“.