ლებრონ ჯეიმსი, ბრონი ჯეიმსი, მეჯიქ ჯონსონი
Aa
Aa

„ლებრონ, შენი შვილი NBA-სთვის მზად არ არის“ - მეჯიქ ჯონსონის მოწოდება

გასულ ზაფხულს „ლეიკერსმა“ დრაფტზე 55-ე ნომრად ლებრონ ჯეიმსის შვილი ბრონი აირჩია, რის გამოც შესაძლოა სულ მალე გულშემატკივარი უნიკალური ფაქტის მომსწრე გახდეს და ერთი კლუბის შემადგენლობაში მამა-შვილმა ითამაშოს. თუმცა, ლებრონს რამდენიმე დღის წინ NBA-ს ლეგენდამ, მეჯიქ ჯონსონმა მიმართა და განუცხადა, რომ მისთვის რამდენადაც მძიმე მოსასმენი არ უნდა იყოს, ბრონი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში სათამაშოდ ჯერჯერობით მზად არ არის.

რა თქვა ჯონსონმა

ბრონის ადგილზე რომ ვიყო, ლებრონს ვთხოვდი, რომ მთელი წლით განვითარების ლიგაში სათამაშოდ გავეშვი, რადგან იქ საკუთარ თავზე ვიმუშავებდი და კიდევ უფრო მეტად განვითარებაზე ვიზრუნებდი. ის ახლა ისეთ ასაკშია რომ სათამაშო პრაქტიკა სჭირდება და თადარიგში ჯდომა კარგს არაფერს მოუტანს.

ამით მის კარიერას ნამდვილად არ ვასამარებ. ის საოცარ ტალანტს ფლობს და საკმაოდ ჭკვიანი მოთამაშეა, უბრალოდ NBA-ში ასპარეზობისთვის მოუმწიფებელია. თუ მამა-შვილი ჩემს რჩევებს არ გაითვალისწინებენ, ბრონს ამ ლიგაში 15 წუთით მაღალ დონეზე თამაშიც გაუჭირდება.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთი მატჩის დროს, ბრონი ჯეიმსი შეუძლოდ გახდა და გულზე შეექმნა პრობლემები, რის გამოც სრულიად შესაძლებელი იყო კალათბურთი საერთოდ ვეღარ ეთამაშა, თუმცა დეტალური სამედიცინო გამოკვლევის შედეგად, მედიკოსებმა საგანგაშო ვერაფერი აღმოაჩინეს და ლეგენდარული ლებრონის შვილს თამაშის უფლება მისცეს

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ლებრონის რეკორდი - ისტორიაში პირველია ვინც ეს ორჯერ შეძლო
ლებრონის რეკორდი - ისტორიაში პირველია ვინც ეს ორჯერ შეძლო