სულშერი: რონალდუს სიტის ვერ დავუთმობდით, რადგან ის იქ ჰოლანდზე მეტს გაიტანდა
ოლე გუნარ სულშერმა კრიშტიანუ რონალდუს „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნების ამბავი გაიხსენა და ამის შემდგომ განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა.
„კრიშტიანუ ბოლო 15 წლის განმავლობაში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. მე მასთან ერთად ვთამაშობდი, ის ჩემთან ერთად მანჩესტერ იუნაიტედში თამაშობდა.
როდესაც მან იუვენტუსი დატოვა, ჩვენ ვერ დავუშვებდით, რომ რონალდუ სიტისთვის დაგვეთმო, რადგან ის იქ უფრო მეტს გაიტანდა, ვიდრე ერლინგ ჰოლანდი ახლა.
ასე რომ, მე რონალდუს გავესაუბრე და ის იუნაიტედში მოვიყვანეთ. მაგრამ ამ ტრანსფერმა შესაძლოა გავლენა მთელ გუნდზე იქონია. გუნდში არსებულ ატმოსფეროზე. შესაძლოა, ზოგიერთმა მოთამაშემ თავი ნაკლებად მნიშვნელოვნად იგრძნო, რადგან ბოლოს და ბოლოს, ქალაქში მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავი ჩამოვიდა.
მან კარგად ითამაშა და იმ სეზონში საუკეთესო ბომბარდირი იყო 24 გოლით. მაგრამ 10 კვირის შემდეგ მე გამათავისუფლეს“,
- განაცხადა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა.