რონალდ არაუხო
Aa
Aa

„ცივი ომი“ - ბარსელონა იანვარში არაუხოს გაყიდვას გეგმავს

„ბარსელონა“ ზამთარში რონალდ არაუხოს გაყიდვას გეგმავს.

Diario Sport-ის ცნობით, თუ კატალონიელები კარგ შეთავაზებებს მიიღებენ ან თავად იპოვიან შესაფერის ვარიანტს, ისინი ურუგვაელს ტრანსფერზე დაყენებას შესთავაზებენ.

თავად ფეხბურთელი ჯერ კიდევ ზაფხულში მიღებული ტრავმის გამოჯანმრთელებაზეა ორიენტირებული და დაბრუნების შემდეგ, არსებული ვარიანტების შესასწავლად მზად იქნება. ურუგვაელს ესმის, რომ გუნდს ფინანსური ფეარ პლეის მდგომარეობის გაუმჯობესება სჭირდება.

კლუბმა არაუხო სეზონის განაცხადში არ შეიყვანა, რადგან სხვა მოთამაშეების დასარეგისტრირებლად ადგილი იყო საჭირო, რომელიც ურუგვაელის ტრავმამ გამოათავისუფლა.

აღსანიშნავია, რომ არაუხო და ბარსელონა „ცივი ომის" მდგომარეობაში არიან. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფეხბურთელსა და კლუბს შორის ურთიერთობა გაფუჭდა.

გასულ სეზონში პსჟ-სთან მიღებული უაზრო წითელი ბარათის შემდეგ, არაუხოს გუნდში პოზიციები შეერყა და ის ხელშეუხებლობით ვეღარ სარგებლობდა. შემდეგ იყო ურუგვაის ნაკრებში მიღებული მორიგი ტრავმა და დიდხნიანი პაუზა, რამაც „ბარსა“ ფეხბურთელის გაყიდვის გადაწყვეტილებამდე მიიყვანა, თუმცა შესაბამის პირობებისა და მოლაპარაკებების გარეშე ეს მაინც რთულად მოსაგვარებელი საქმე იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ქართველი კედელი“ | Sport-ის სტატია მამარდაშვილზე
„ქართველი კედელი“ | Sport-ის სტატია მამარდაშვილზე