გიორგი ათაბეგაშვილი, ლევან ნოზაძე, დავით ქევხიშვილი
Aa
Aa

ძიუდოს ფედერაციის ახალი პრეზიდენტი - ათაბეგაშვილი ნოზაძემ შეცვალა

ლევან ნოზაძის სახით საქართველოს ძიუდოს ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს - მან ამ თანამდებობაზე გიორგი ათაბეგაშვილი შეცვალა, რომელიც პოსტს 2017 წლიდან იკავებდა და საკუთარი კანდიდატურა აღარ დაუყენებია, რადგან წესდების მიხედვით მესამე ვადით დარჩენის უფლება აღარ ჰქონდა. ნოზაძის კონკურენტი დავით ქევხიშვილი იყო და მან საკუთარი კანდიდატურა ამ უკანასკნელის სასარგებლოდ მოხსნა.

საარჩევნო ყრილობაზე ხმის მიცემის უფლების მქონე 57 სუბიექტიდან 45 გამოცხადდა, რის შედეგადაც სხდომა უფლებამოსილი იყო საარჩევნო პროცესი ჩაეტარებინა და უკლებლივ ყველა დელეგატმა ერთადერთ კანდიდატს მხარი დაუჭირა.

გამარჯვებულმა ნოზაძემ მოგვიანებით საკუთარი გუნდიც წარადგინა და პირველ ვიცე-პრეზიდენტად ქევხიშვილი, ხოლო მეორე ვიცე-პრეზიდენტად გიორგი ათაბეგაშვილი დამტკიცდა. გენერალური მდივნის თანამდებობაზე კი ირინე გულუა იმუშავებს.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ახალი სისხლი ყოველთვის აუცილებელია“ - ჭრიკიშვილი ქართულ ძიუდოზე
„ახალი სისხლი ყოველთვის აუცილებელია“ - ჭრიკიშვილი ქართულ ძიუდოზე