ხავიერ ტებასი
Aa
Aa

ლა ლიგა აშშ-ში - ტებასი სიახლეებს გეგმავს

ჩემპიონთა ლიგის ახალმა ფორმატმა, რომელიც მატჩების გაზრდილი რაოდენობით კიდევ უფრო შემოსავლიანი გახდა, თითქმის ყველა ფეხბურთელში პროტესტის გრძნობა გამოიწვია, თუმცა როგორც ჩანს ეს ყველაფერი ჯერ კიდევ არ არის და სხვადასხვა ტურნირების ხელმძღვანელები მეტი კომერციალიზაციის მიზნით, ახალ-ახალი ტენდენციების დანერგვასაც გეგმავენ. სწორედ ასეთ აზრზეა ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი, რომელიც უახლოეს მომავალში ესპანეთის ჩემპიონატის რამდენიმე ტურის ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებას არ გამორიცხავს.

რას ამბობს ტებასი

სიმართლე გითხრათ, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტის არჩევის საკითხი დროში ასე რომ არ გაწელილიყო, ლა ლიგის რამდენიმე მატჩს შეერთებულ შტატებში ამ სეზონშივე გავმართავდით. უბრალოდ ბევრი რამ არის გასარკვევი და ბიუროკრატიული საკითხების გამო, ეს თემა შეყოვნდა.

შეერთებული შტატებიდან ესპანეთის ჩემპიონატის ტურების გამართვისთვის ყველაზე იდეალური ადგილი მაიამია, სადაც ლიონელ მესი უდიდესი პოპულარულობით სარგებლობს, რომელიც არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ჩვენი ლა ლიგის მთავარი ელჩი და ვარსკვლავი გახლდათ.

რამდენად დიდ პროტესტს გამოიწვევს, შუა სეზონის დროს შეერთებულ შტატებში მგზავრობა ფეხბურთელებში, ადვილი წარმოსადგენია, რომლებიც გადატვირთული გრაფიკის გამო, საფუძვლიანი პრეტენზიების საჯაროდ გამოთქმას უკვე დიდი ხანია აღარ ერიდებიან, თუმცა ტებასს თავისი გეგმა აქვს და მის განხორციელებას მომავალი წლიდან აპირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მბაპეს ეფექტს ჯერ ვერ ვიგრძნობთ“ - ტებასი ლა ლიგის მომავალზე
„მბაპეს ეფექტს ჯერ ვერ ვიგრძნობთ“ - ტებასი ლა ლიგის მომავალზე