„ყბას მოგტეხავ როგორც კი გნახავ“ - კონორმა თოფურიას უპასუხა
ილია თოფურია კონორ მაკგრეგორის გამოწვევას უკვე დიდი ხანია ცდილობს. „ელ მატადორმა“ ირლანდიელის წინააღმდეგ რამდენიმე განცხადება უკვე გააკეთა.
ბოლოს ილიამ კონორზე ასეთი რამ თქვა: „კონორი ის აღარაა, რომელსაც ადრე ვიცნობდით. ეს ის მაკგრეგორი არაა, რომელმაც მასები აიყოლია. ეს მაკგრეგორი უფრო წარმოადგენს ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს, ვიდრე სპორტს. შთაგონებული ვიყავი მისით, როდესაც პატარა ვიყავი. ახლა მან ეს ყველაფერი დაკარგა, იმიტომ რომ უღალატა ღირებულებებს, რომლებმაც ის მწვერვალზე აიყვანა. ჩვენ კერპი დავკარგეთ“.
მაკგრეგორმა ილია პასუხის გარეშე არ დატოვა. ამის შესახებ estadiodeportivo წერს:
„შენ პატარა... პატარა ნაბ***არო, ყბას მოგტეხავ როგორც კი გნახავ“. - თქვა მაკგრეგორმა თოფურიას მისამართით. თუ აქამდე რაიმე ეჭვი არსებობდა, ამ ორს შორის ბრძოლა ახლა ისე ახლოსაა, როგორც არასდროს. მათ ფრაზების გაცვლა დაიწყეს. ეს ყველაფერი ერთი შედეგით დასრულდება: ბრძოლა MMA-ს ისტორიისთვის“.
- წერს ესპანური გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ თოფურიასა და ჰოლოუეის დაპირისპირება UFC 308-ის მთავარი მოვლენა იქნება, რომელსაც თბილისის დროით, 27 ოქტომბერს, გამთენიისას ვიხილავთ. თოფურიასთვის ეს საჩემპიონო ქამრის პირველი დაცვა იქნება.