იენს ლემანი
Aa
Aa

300 ევროს ეკონომიისთვის - ლემანს პატიმრობა ემუქრება

წარსულში ცნობილი გერმანელი მეკარე იენს ლემანი სერიოზულ სკანდალში გაეხვა - მას მეზობელი სასამართლოში უჩივის, რის გამოც ფეხბურთელს ჯარიმის სახით 135 ათასი ევროს გადახდა მოუწია. ლემანი მის გვერდით მაცხოვრებლის საკუთრებაში უკანონოდ შეიჭრა, დამცავი ჯაჭვი დააზიანა და საკუთარი ელექტრო-ავტომობილი „პორშე“ დამუხტა, რითაც იმ მომენტში 300 ევრო დაზოგა, თუმცა ახლა იმ რაოდენობის ჯარიმების გადახდა უწევს, რომ თავის საქციელს აუცილებლად ინანებს.

ყველაფერი მხოლოდ ჯარიმით შეიძლება არც შემოიფარგლოს, რადგან საქმის პროკურორი ყოფილი ფეხბურთელისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს, მიზეზად კი ანალოგიურ ვითარებაში მის მიერ ჩადენილი სხვა დანაშაულები მოჰყავს მაგალითებად. 2021 და 2022 წლებში ლემანმა ერთ-ერთი აეროპორტის მრავალსართულიანი პარკინგი ისე დატოვა, რომ დაწესებული გადასახადი არც გადაუხდია.

თავად ფეხბურთელმა მეზობლის საკუთრებაში უკანონოდ შეჭრა აღიარა, აეროპორტში მომხდარ დანაშაულებს კი კატეგორიულად უარყოფს. საქმის მოსმენის დროს, პროკურორმა აღნიშნა, რომ წარსულში ცნობილ ფეხბურთელს ჰგონია, რომ კანონზე მაღლა დგას, რის გამოც მისთვის პატიმრობის შეფარდება, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება მიზანშეწონილი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლემანი:
ლემანი: "ჰოლანდმა უნდა მოუმატოს, მესი და რონალდუ 10 წელია ყველა მატჩს თამაშობენ"