„რატომ მოუკლო ბოლო დროს კვარამ? გახსოვთ სპალეტი რას ამბობდა?“
ნეაპოლური გამოცემა Areanapoli ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს და მისი თამაშის ანალიზს აკეთებს. რატომ მოუკლო ბოლო დროს კვარამ?
„კვარაცხელიამ ბატარეები დატენა და მზად არის მოწინააღმდეგის დაცვას კვლავ თავზარი დასცეს. იუვენტუსთან ცოტა მოსაწყენი თამაშის შემდეგ, ქართველი შემტევი კონტემ თასზე დაასვენა.
მონცასთან შეხვედრაში გადასაწყვეტი იქნება, თუ ვინ შეუწყვილდება ხვიჩას ფლანგზე. ექსპერტი მანუელე პარლატო საინტერესო მოსაზრებას გვთავაზობს:
„მინდა გავიგო რა პრობლემა აქვს კვარას, რომ ბოლო რამდენიმე მატჩში თავს ისე ვერ გრძნობს, როგორც წარსულში. გასულ სეზონებში ხვიჩა მარიო რუისთან უფრო სხვაგვარად თამაშობდა, ვიდრე ოლივერასთან. ურუგვაელი თამაშს მიყვება, პორტუგალიელი კი მოქმედებებს თან ახლავს.
იცით რა თქვა სპალეტიმ მარიო რუის შესახებ? რომ ის იყო ნახევარმცველი, მისი დამატებითი ნახევარმცველი. კვარასთვის ჩვენ სხვადასხვა გადაწყვეტილებები უნდა ვიპოვოთ და ყოველ ჯერზე ერთი სტილით არ უნდა ვითამაშოთ. განახლება უნდა მოხდეს, იქნებ ეს დაგვეხმაროს“.
- ამბობს პარლატო“.
ბოლო მატჩებში მარცხენა მცველის პოზიციაზე უფრო ხშირად სწორედ ოლივერა თამაშობდა. 4-3-3-შიც და იქამდე 3-4-2-1 სქემაშიც ის იყო და უნდა აღინიშნოს, რომ ფლანგზე საკმაოდ უღიმღამოდ გამოიყურებოდა. კონტეს ალტერნატივა სპინაცოლაა, ასევე მაძოკი, რომელიც უნივერსალია. რაც შეეხება მარიო რუის, ის მწვრთნელმა სეზონის განაცხადში არ შეიყვანა.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ „მონცას“ მატჩი, კვირას 22:45-ზე დაიწყება.