პეპ გუარდიოლა, მიკელ არტეტა
Aa
Aa

„დღეიდან ომში ვართ“ - გუარდიოლა არსენალთან დაპირისპირებაზე

„მანჩესტერ სიტი“ – „არსენალის“ (2:2) შეხვედრის დასრულების შემდეგ ერლინგ ჰოლანდსა და გაბრიელ მაგალიაეშს შორის მომხდარ ინციდენტზე ინგლისურ პრესაში ძალიან ბევრი დაიწერა და ბუნებრივია, აზრის გამოთქმა როგორც ერთ, ასევე მეორე კლუბის მთავარ მწვრთნელს სთხოვეს. მიკელ არტეტას კომენტარი საინტერესოსთან ერთად, დამაინტრიგებელიც გახლდათ, „ქალაქელების“ დამრიგებელმა კი ისეთი განცხადება გააკეთა, რომელსაც მომდევნო დღეებში სერიოზული გამოხმაურება მოჰყვება.

რა თქვა გუარდიოლამ

გაბრიელმა თამაშის შემდეგაც აღნიშნა, რომ ფეხბურთი ემოციებისგან შედგება, მაგრამ ემოციები ზღვარგადასული არ უნდა იყოს. არც ჰოლანდს ვამართლებ და არც მას, მაგრამ რაც მოხდა, იმის მოედნის გარეთ გაგრძელება მიზანშეწონილი არ გახლდათ.

„არსენალის“ ფეხბურთელები და მისი წარმომადგენლები ისე იქცევიან, თითქოს შერიგების გაგონებაც არ უნდათ და დაპირისპირების კიდევ უფრო გაღვივებას გეგმავენ, რაც პირადად ჩემთვის მიუღებელია. თუ ომი სურთ, ჩათვალონ რომ დღეიდან ომში ვართ.

სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა მიკელ არტეტას სიტყვებმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მანჩესტერული კლუბის მოთამაშეებს საკუთარი ხუთი თითივით იცნობს და იცის, როდის რა ხერხებს მიმართავენ, ისინი მეტოქის პროვოცირებისთვის. ინგლისურმა მედიამ კი ბასკი სპეციალისტის კომენტარს სულ სხვა სარჩული დაუდო და დაწერა, რომ საჭიროების შემთხვევაში არტეტას შეუძლია „სიტი“ იმ 115 პუნქტის დარღვევის საქმეებშიც ამხილოს, რომელთან დაკავშირებითაც გამოძიება ბოლო თვეებია მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტიმ ჰოვარდი: “პეპ გუარდიოლამ ფეხბურთი გაანადგურა“
ტიმ ჰოვარდი: “პეპ გუარდიოლამ ფეხბურთი გაანადგურა“