რომან დოლიძე, კევინ ჰოლანდი
Aa
Aa

ყველაფერი გეგმის მიხედვით - დოლიძის ბრძოლამდე 1 კვირა რჩება

6 ოქტომბერს, UFC 307-ზე ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე ამერიკელ კევინ ჰოლანდს შეხვდება, რომლის მეტოქეც წესით და რიგით კრის კურტისი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს უკანასკნელი ბრძოლას ჩაეხსნა და მის შემცვლელად 36 წლის ქართველი შეარჩიეს. დოლიძე პერიოდულად სოციალური ქსელის საშუალებით გულშემატკივრებთან კონტაქტობს და ამჯერადაც, თავის Facebook-გვერდზე მცირე კომენტარი გააკეთა.

რას ამბობს დოლიძე

რამდენიმე დღის განმავლობაში სპარინგების დღე მქონდა და ყველაფერმა გეგმაზომიერად ჩაიარა. ახლა უკვე კონცენტრირებას ზედმეტი კილოგრამების მოშორებაზე ვახდენ. წონა საკმარისზე მეტი მაქვს დასაკლები, მაგრამ მთავარია რომ ძალიან კარგ ფორმაში ვარ და სოლტ-ლეიკ სიტიში მზადება საკმაოდ კარგად მიდის.

ცნობისათვის, დოლიძემ უკანასკნელი ბრძოლა ენტონი სმიტთან გამართა, რომელიც მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და შეხვედრის დასრულების შემდეგ ხამზატ ჩიმაევი გამოიწვია. კარიერის მანძილზე ჩატარებული 16 ბრძოლიდან ქართველს თავის სასარგებლოდ 13 აქვს დასრულებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხამზატთან ჩხუბი მინდა“ | რა თქვა დოლიძემ ენტონი სმიტის დამარცხების შემდეგ
„ხამზატთან ჩხუბი მინდა“ | რა თქვა დოლიძემ ენტონი სმიტის დამარცხების შემდეგ