მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

„უმარს თავს არ ვარიდებ“ | მერაბმა ახსნა ომალის რემატჩი რატომ შესთავაზა

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა ახსნა, შონ ომალის რემატჩი რატომ შესთავაზა. „მანქანამ“ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და უარყო ვარაუდი, თითქოს უმარ ნურმაგომედოვთან ჩხუბს თავს არიდებს.

„გასულ სამშაბათს, ომალიმ მომწერა და რემატჩზე იწეოდა. ისეა დარწმუნებული, რომ მომიგო, მინდა, ვაჩვენო რომ მისი კიდევ და კიდევ დამარცხება შემიძლია. უმართან ბრძოლას თავს არ ვარიდებ. რემატჩის შემდეგ, მზად ვარ ნურმაგომედოვს ვეჩხუბო ან ნებისმიერთან ვიბრძოლო, ვისაც UFC-ი ჩემს მეტოქედ დააყენებს“.

მერაბის თავდაპირველ პოსტს, რომელშიც ომალის რემატჩი შესთავაზა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. დვალიშვილს ომალიმ და უმარმაც უპასუხეს. რუსმა მებრძოლმა განაცხადა, რომ „მანქანა“ მას თავს არიდებს, „შუგამ“ კი მოუწოდა, ნურმაგომედოვს ეჩხუბოს.

შეგახსენებთ, რომ ომალის აზრით, მან მერაბთან ჩხუბის პირველი, მესამე და მეხუთე რაუნდები მოიგო და მსაჯებმა მას გამარჯვება წაართვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ოპერაციას ვიკეთებ“ | შონ ომალიმ მერაბ დვალიშვილს უპასუხა
„ოპერაციას ვიკეთებ“ | შონ ომალიმ მერაბ დვალიშვილს უპასუხა