კაროლინ გარსია
Aa
Aa

პანიკური აშლილობის გამო - ყოფილმა მეოთხე ჩოგანმა წელი დაამთავრა

ბევრი ჩოგბურთელი სათამაშო სეზონს ტრავმის გამო წყვეტს, ზოგიერთს პირადი ხასიათის პრობლემები აქვს, ზოგი კი კარიერის დასრულების გადაწყვეტილებას სოლიდურ სპორტულ ასაკში ყოფნის გამო იღებს. თუმცა, მსოფლიო რეიტინგის ყოფილმა მეოთხე ნომერმა კაროლინ გარსიამ ტაიმ-აუტი სულ სხვა გარემოებით, პანიკური აშლილობის გამო აიღო და გულშემატკივარს პირობა მისცა, რომ ზამთარში ავსტრალიის ღია პირველობაზე გაცილებით უფრო ძლიერი დაბრუნდება.

რას ამბობს გარსია

დამღალა ყოველი მატჩის წინ შფოთვებმა და პანიკურმა შეტევებმა, რომელსაც ცრემლებამდე მივყავარ. სიბრაზე მახრჩობს, როდესაც ვხვდები, რომ იმ ძვირფას წუთებს ვკარგავ, რასაც ოჯახის წევრებთან ერთად უნდა ვატარებდე. დავიღალე ისეთ სამყაროში ცხოვრებით, სადაც ჩემი ღირებულებები გასული კვირის საჩოგბურთო შედეგებითა და რეიტინგის გაუმჯობესება-არგაუმჯობესებით იფარგლება.

საჩოგბურთო ზეწოლის გაგონება აღარ მსურს - ფსიქოლოგიური თვალსაზრისით გადატვირთვა და ოჯახის წევრებთან ყოფნა მჭირდება. უნდა მომცეთ თავისუფლად სუნთქვის საშუალება. სამწუხაროდ სპორტის ამ სახეობისგან სიამოვნებას ვეღარ ვიღებ, ამიტომაც გვადალახარას ტურნირი 2024 წელს ჩემთვის უკანასკნელი გახლდათ და ავსტრალიის ღია პირველობამდე გემშვიდობებით.

როგორც უკვე მოგახსენეთ, 30 წლის ფრანგი ჩოგბურთელის საუკეთესო შედეგი მსოფლიო რეიტინგში მეოთხე ადგილი იყო, რომელსაც ის 2018 წლის სექტემბერში იკავებდა. დიდი მუზარადის ტურნირებიდან კი კაროლინ გარსიას როლან გაროსი 2-ჯერ, 2016 და 2022 წლებში აქვს მოგებული.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ბოშათა მეფის დაბრუნება - გზა დეპრესიიდან სამეფო ტახტამდე
ბოშათა მეფის დაბრუნება - გზა დეპრესიიდან სამეფო ტახტამდე