კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

კრიშტიანუ უგოლოდ არ გადის - ლეგენდამ ცხრიდან რვა მატჩში გაიტანა

საუდის არაბეთის ჩემპიონატის V ტური „ალ-ნასრი“ – „ალ-ვეჰდას“ მატჩით დაიწყო, რომელშიც მასპინძლებმა 2:0 გაიმარჯვეს, მათ ლიდერსა და კაპიტანს კრიშტიანუ რონალდუს კი მოედანი უგოლოდ ამჯერადაც არ დაუტოვებია. 41-ე წუთზე სადიო მანეს გადაცემით ანგარიში ანჯელომ გახსნა, ხოლო 56-ე წუთზე რონალდუმ 11-მეტრიანის ნიშნულიდან საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და მიმდინარე ჩემპიონატის მე-5 შეხვედრაში მე-4 გოლი გაიტანა, რის შემდეგაც 39 წლის პორტუგალიელი ბომბარდირთა დავაში მე-3 ადგილზე დამკვიდრდა და მასზე წინ მხოლოდ „ალ-იტიჰადისა“ და „ალ-ჰილალის“ ფორვარდები, კარიმ ბენზემა (5) და ალექსანდრ მიტროვიჩი (8) არიან.

როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე რონალდუმ წლევანდელ სეზონში ჩატარებული ცხრა მატჩიდან რვაში მინიმუმ ერთი ბურთი გაიტანა. „ალ-ნასრიში“ გადასვლის შემდეგ კი, მას პენალტის შესრულება 17-ჯერ მოუწია და ჩვიდმეტივე შემთხვევაში ზუსტი აღმოჩნდა. მთლიანად კარიერაში 11-მეტრიანის ნიშნულთან 196-ჯერ მისულმა მეტოქეთა გუნდის მეკარეები 166-ჯერ დაამწუხრა.

ხუთ ტურში დაგროვებული 11 ქულით „ალ-ნასრი“ საუდის არაბეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და ლიდერ „ალ-ჰილალს“, რომელსაც მატჩით ნაკლები აქვს გამართული, ერთი ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"მოლოდინი, რომელსაც სიდიადე აჩენს, ეს კი ჩემი საქმეა.." - მე კრიშტიანუ რონალდუ ვარ
"მოლოდინი, რომელსაც სიდიადე აჩენს, ეს კი ჩემი საქმეა.." - მე კრიშტიანუ რონალდუ ვარ