Crystalbet ეროვნული ლიგა | დინამო ბათუმმა დილას სტუმრად მოუგო
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 26-ე ტური ორი მატჩით დაიხურა. „დინამო თბილისმა“ „კოლხეთი 1913“ 3:2 დაამარცხა, ხოლო გორის „დილა“ საკუთარ კედლებში „დინამო ბათუმს“ დაუპირისპირდა და 1:2 წააგო.
„დინამო თბილისისა“ და „კოლხეთი 1913“-ის თამაშში ანგარიში პირველი ტაიმის ბოლოს გაიხსნა. 41-ე წუთზე საბა კვირკველიას გადაცემა კირილ კლიმოვმა ჩაჭრა, გიორგი აბუაშვილმა კი მისი პასით ანგარიში გახსნა. მალევე ფოთელებს კონტრიერიშს კიდევ ერთი გოლი მოჰყვა და ამჯერად, აბუაშვილის გადაცემით კირილ კლიმოვმა გაიტანა - 0:2.
50-ე წუთზე, არჩილ დათუაშვილის ავტოგოლით თბილისელებმა ანგარიში შეამცირეს. 88-ე წუთზე კი ოსკარ სანტისმა წონასწორობა აღადგინა. 90+4-ე წუთზე მისი გადაცემით „დინამოს“ გამარჯვება ვასილიოს გორდეზიანმა მოუტანა – 3:2.
„დილასა“ და „დინამო ბათუმის“ მატჩს რაც შეეხება, შეხვედრაში ანგარიში მეორე ტაიმში გაიხსნა. 69-ე წუთზე, უერდი მარას ჩაწოდებულ ჯარიმას დავით მუჯირის გოლი მოჰყვა. მე-80 წუთზე, ონორე გომისმა აჭარელთა უპირატესობა ორბურთიანი გახადა, გორელთა მაქსიმუმი კი ჩამორჩენის შემცირება აღმოჩნდა.
ამრიგად, 26 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილს 54 ქულით „ტორპედო“ ლიდერობს. „დილას“ 51 ქულა აქვს და მეორე პოზიციას იკავებს, ხოლო „იბერია 1999“ 49 ქულით მესამე გახლავთ.